Jump to content
Planeta.Ge

CNN – „რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ


„რესპუბლიკელებმა“ შუალედური არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატაში 218 მანდატი მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

ტელეკომპანიის ცნობით, პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მისაღებად საჭირო ზღვარი მას შემდეგ გადალახა, რაც „რესპუბლიკელმა“ მაიკ გარსიამ კალიფორნიაში გაიმარჯვა. რაც შეეხება „დემოკრატებს“, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ 208 მანდატი აქვთ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სენატზე კონტროლი „დემოკრატებმა“ შეინარჩუნეს.

აშშ-ში შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართა. ამომრჩეველმა სენატის 35 წევრი, წარმომადგენელთა პალატის ყველა - 435 წევრი და შტატების უმეტეს ნაწილში გუბერნატორი აირჩია.

იპნ

2018 ყველა უფლება დაცულია
 
 
 
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...