ახალქალაქის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება
მოსკოვში იმყოფება ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი(ფაჩუაშვილი). მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიტროპოლიტი რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა მონაწილეობისთვის მეათე სამეცნიერო კონფერენციაში „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“, რომელიც 16-17 ნოემბერს ტარდება ანდრეი რუბლიოვის სახელობის მუზეუმში და ეძღვნება მისი პირველი დირექტორის, დავით არსენიშვილის ხსოვნას. მოსკოვის საპატრიარქოს ცნობით, მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოხსენებას წაიკითხავს.
მანამდე, 15 ნოემბერს, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი შეხვდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონს. მოსკოვის საპატრიარქოს თანახმად, „გულთბილი, მეგობრული საუბრისას განიხილებოდა რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების თანამედროვე მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტი“.
საქართველოს საპატრიარქოს საჯარო ინფორმაცია სინოდის წევრის, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტის მოსკოვში ვიზიტის შესახებ, ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
RADIO TAVISUPLEBA
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.