Jump to content
Planeta.Ge

ევროპის კავშირი შენგენის ზონაში ბულგარეთის, ხორვატიისა და რუმინეთის შეყვანას ითხოვს


ევროპის კომისია 16 ნოემბერს ბულგარეთის, ხორვატიისა და რუმინეთის შენგენის ზონაში მიღების მოწოდებით გამოვიდა, რათა ამ ქვეყნებსა და ევროპის უმეტეს ნაწილს შორის მოგზაურობა სასაზღვრო კონტროლის გარეშე იქნას დაშვებული.

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ თხოვნით მიმართა ევროპულ საბჭოს, მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები აღმოსავლეთ ევროპის ამ სამი ქვეყნის მისაღებად შენგენის ზონაში, რომელიც 26 წევრისგან შედგება და ისლანდიიდან საბერძნეთამდეა გადაჭიმული.

ბულგარეთმა და რუმინეთმა შეფასების პროცესი 2011 წელს დაასრულეს. საბჭომ 2021 წლის დეკემბერში დაადასტურა, რომ ხორვატიამ, რომელიც 2013 წელს გახდა ევროკავშირის წევრი, შეასრულა შენგენის ზონაში გაწევრიანების პირობები.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...