უკრაინული მედიის ცნობით, რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადა 19 თებერვლამდე გაახანგრძლივა
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადა 2023 წლის 19 თებერვლამდე გაახანგრძლივა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია პარტია „გოლოსის“ დეპუტატ იაროსლავ ჯეელზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, როგორც მედია წერს, რადას წევრებმა მხარი დაუჭირეს ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივებას.
მედიის ცნობით, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ინიცირებულ შესაბამის დადგენილებებს 294-მა და 297-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის შემდეგ, რადამ საომარი მდგომარეობა მეოთხედ გაახანგრძლივა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.