Jump to content
Planeta.Ge

მატეუშ მორავეცკი - უკრაინული ძალები კონტრრაკეტებს ისროდნენ რუსული რაკეტების ჩამოგდების მიზნით, ერთ-ერთი წარუმატებლად გასროლილი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა


უკრაინული ძალები კონტრრაკეტებს ისროდნენ რუსული რაკეტების ჩამოგდების მიზნით, ერთ-ერთი წარუმატებლად გასროლილი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მორავეცკის თქმით, შემთხვევის ადგილზე სამხედროების დამატებითი ჯგუფი გაგზავნეს.

„ამ ინციდენტის შემდეგ ჩვენი ქვედანაყოფები საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე გადაიყვანეს. მე ასევე ვთხოვე ჩვენს სამსახურებს, პოლიციას, მესაზღვრეებს და ასევე სამოქალაქო სამსახურებს მზადყოფნის უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფა და ეს უკვე მოხდა. შემთხვევის ადგილზე დამატებითი სამხედროები გაგზავნეს. უკრაინული ძალები კონტრრაკეტებს ისროდნენ რუსული რაკეტების ჩამოგდების მიზნით, ეს ყველაფერი ამაზე მიუთითებს, როგორც ამერიკული სამსახურები იუწყებიან. ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს, რომ ერთ-ერთი წარუმატებლად გასროლილი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა“, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...