Jump to content
Planeta.Ge

ჯორჯია მელონი - ჰიპოთეზა, რომ პოლონეთში შესაძლოა, არა რუსული, არამედ უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა, საქმის არსს მცირედით ცვლის, მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება რუსეთს


ჰიპოთეზა, რომ პოლონეთში შესაძლოა, არა რუსული რაკეტა, არამედ უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა ჩამოვარდა, ჩვენი შეხედულებით, საქმის არსს ძალიან მცირედით ცვლის, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება რუსეთს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაკეტა უკრაინული საჰაერო თავდაცვის იყო.

„რუსეთი სისტემატურად ანადგურებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით. ის ფაქტი, რომ რუსეთის მიერ სასაზღვრო ტერიტორიის დაბომბვისას შესაძლოა, დარტყმა განხორციელდეს პოლონეთის ტერიტორიაზე, აშკარად რისკია, რაც რუსებმაც კარგად იციან. ასე რომ, მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება რუსეთს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც სამოქალაქო ობიექტების დანაშაულებრივი დაბომბვის შეჩერებას ცდილობდა“, – განაცხადა ჯორჯია მელონმა.

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...