გერმანიაში კაცს, რომელმაც ტკბილეულის კომპანიას 5-მილიონიანი ჩეკი დაუბრუნა მადლობის ნიშნად კანფეტები აჩუქეს
გერმანიაში კაცს, რომელმაც ტკბილეულის კომპანიას 5-მილიონიანი ჩეკი დაუბრუნა მადლობის ნიშნად კანფეტები აჩუქეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც კაცი იხსენებს, ის დედასთან მიდიოდა სტუმრად, როცა დაინახა მიწაზე დავარდნილი თეთრი ქაღალდი როგორ ფრიალებდა. მან ქაღალდი აიღო და წაიკითხა, რომ ეს დაახლოებით 5 მილიონი დოლარის ღირებულების ჩეკი იყო, რომელიც Haribo-ს ეკუთვნოდა. მან ჩეკი კომპანიას დაუბრუნა.
მამაკაცის თქმით, ამ საქციელის გამო Haribo-სგან საჩუქრად 6 დიდი ყუთი მიიღო, რომლებიც კომპანიის სხვადასხვა სახის ტკბილეულით იყო სავსე.
Haribo-ს წარმომადგენელმა ინციდენტი დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩეკის დაკარგვის მიუხედავად, მისი განაღდება მხოლოდ კომპანიას შეეძლო. წარმომადგენლის თქმით, ჩეკის მპოვნელს სტანდარტული სამადლობელი პაკეტი გაუგზავნეს, რომელიც ტკბილეულით იყო სავსე.
primetime
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.