Jump to content
Planeta.Ge

იენს სტოლტენბერგი - ინციდენტი სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული, რომელიც რუსული ფრთოსანი რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად გაისროლეს, მაგრამ ეს არ არის უკრაინის ბრალი


არ გვაქვს მინიშნება, რომ ეს წინასწარ განზრახული თავდასხმის შედეგი იყო, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი წინასწარი ანალიზის თანახმად, ინციდენტი სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული, რომელიც რუსული ფრთოსანი რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად, უკრაინის ტერიტორიის დასაცავად გაისროლეს. მაგრამ ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს არ არის უკრაინის ბრალი. რუსეთს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა, რადგან ის აგრძელებს თავის უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო ერთიანია და ალიანსი ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც აუცილებელია ყველა მოკავშირის დასაცავად.

ამასთან, ნატო-ს გენმდივნის თქმით, ალიანსს არ აქვს მინიშნება, რომ რუსეთი გეგმავს შეტევითი სამხედრო მოქმედებების განხორციელებას ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...