Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ დაუშვილი და ბექა ლილუაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ


პარტია "საქართველოსთვის" წევრები და დეპუტატები: მიხეილ დაუშვილი და ბექა ლილუაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული რეკომენდაცია განიხილეს. კერძოდ, რა ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით, წარიმართება თუ არა პროცესები ყველა მხარის ჩართულობით.
პარტია "საქართველოსთვის" წევრების მხრიდან ყურადღება გამახვილდა მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ცვლილებებზე საარჩევნო კოდექსში,რომელიც მოიცავს არაერთ საკითხს, რაც არ შეესაბამება ეუთო - ოდირის რეკომენდაციებს კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის არჩევნებზე ელექტრონული საშუალების გამოყენების, შედეგების გადათვლის წესის, ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის გაუქმების, ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებისა და სხვა საკითხების მიმართულებით.
მისიის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ პარტია "საქართველოსთვის" პოზიციას ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ საკითხებს, რომელიც შესაძლოა იყოს მაღალი რისკის შემცველი საარჩევნო შედეგებზე ზემოქმედების კუთხით.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და ვენეციის კომისიის წარმომადგენლების მხრიდან ყურადღება გამახვილდა პროცესში ყველა მხარის ჩართულობისა და რეკომენდაციების გათვალისწინების საჭიროებებზე.

წყარო: პარტია "საქართველოსთვის"

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...