Jump to content
Planeta.Ge

ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი ტერორისტულად აღიარა


ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტმა რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი ტერორისტულად აღიარა. რეზოლუციას მხარი 129 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 14 დეპუტატი იყო.

როგორც მედია წერს, ჩეხმა კანონმდებლებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რაც აშკარა მცდელობაა „პოლიტიკურ მიზნებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების გზით მიაღწიოს და შეესაბამება ტერორისტულ მეთოდებს“.

ამასთან, დეპუტატებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე - დონეცის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმის შედეგები.

ჩეხმა პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ სამხედრო ნაწილების დაბომბვა და განლაგება საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე. ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირი თუ არაპირდაპირი მუქარა, ისევე როგორც უკრაინის მისამართით გაჟღერებული ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებები მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გეგმებთან დაკავშირებით, არის დაძაბულობის სახიფათო ესკალაცია და საფრთხეა ევროპის უსაფრთხოებისთვის.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...