Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    70
  • comments
    34
  • views
    313.032

რისკი და გატეხილი შამპანურის ბოთლი


lasha_alo

2.399 views

დაწერის თარიღი 2009 წლის 1 ოქტომბერი

 

http://1.bp.blogspot.com/_SAstcVNBrU0/SsRqrMJSKMI/AAAAAAAAABg/BQxN5qUVxBU/s320/shamp.jpg

 

 

არის თუ არა რისკი კეთილშობილი საქმე?!

ვერ გეტყვით, ალბათ კი,მაგრამ მისი თანმდევი ყოველთვის არის წარუმატებლობაც და თუ მიზანი განსაკუთრებით დიდია, უნდა ველოდოთ პოტენციურ სასოწარკვეთილებასაც.

 

ტალიავინის კომისიამ სარკეში ჩაგვახედა და ჩვენს წარმოსახვაში არსებული გადაბრუნებული წარმოდგენები მნიშვნელოვანწილად შეარყია.

 

იქნებ ღირდეს სიტუაცია გავაანალიზოთ სხვადასხვა რაკურსიდან.

 

გთავაზობთ მიმოვიხილოთ მოვლენათა ჯაჭვი ერთი მიმართულებით და დავფიქრდეთ, თუ რა ხდებოდა საქართველოში 2003 წლიდან დღემდე. ესაა იმჰო , რომელიც გარკვეულ ლოგიკაზე ავაგე,შეიძლება მცდარი,თქვენი გადასაწყვეტია.

 

გავიხსენოთ ჯერ "ვარდების რევოლუციად" წოდებული დიდი ცვლილებები, იმედები და მომავალი პრეზიდენტის მხრიდანგარისკვა.

 

გადამწყვეტ სხდომაზე შესვლას მოყვა არნახული ტრიუმფი, ომელმაც შეცვალა არსებული პოლიტიკური ელიტა ახლით. კოკამ წყალი მოიტანა ,ხოლო "მიშა" იქცა "ბატონ პრეზიდენტად". ეს იყო რისკი, ან გაბედა, გადალახა რუბიკონი, თუმცა იყო დიდი შანსი მასთან ერთად წყალში ჩაძირულიყო ოცნებების გემი მთელი ქვეყნისათვის......

 

ასლან აბაშიძის საფაშოდ ქცეული აჭარა.

 

კვლავ ზღვარი,რომლიც სამართლებლის პირზე გავლას უდრიდა. ერთი შეცდომა და შესაძლებელი კრახი.

 

სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და საოცრება-ბოროტი ბაბუ განიდევნა.....

 

ამ მოვლენებმა პრეზიდენტი გამაერთიანებელ ნაციონალურ ლიდერად აქცია, მაგრამ მისივე შემდგომი აღიარებით, ეს "რისკი" შეამჩნია პუტინმაც და მისცა გაფრთხილება.ალბათ ყურადსაღები იყო...

 

პრობლემები დარჩა. დროება ითხოვდა კორექტივებას, თუმცა შიდაპოლიტიკას გამჭოლ ხაზად დაედო მუდმივი რისკი. სააკაშვილმა "გაბედა" და პატრული შექმნა, ბასილი ციხეში მოამწყვდია თუ სადარბაზოებთან ავტოფარეხების მოშთობის გადაწყვეტილებები მიიღო...

 

რისკი, რისკი, რისკი, რისკი. რისკმა შვა მეტნაკლებად წარმატებული რეფორმები, მაგრამ რისკმა შექმნა უკმაყოფილებაც, რომელიც ასევე "რისკიანი" იმედის დარბევით თუ 7 ნოემბერს განხორციელებული ვანდალიზმით დასრულდა.

 

შიდა მღელვარება მაჩვენებელი იყო - ძველი მიდგომები სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებდა, მაგრამ შამპანურის დალევის სურვილი კვლავ აფორიაქებს სახელმწიფოს მეთაურს,თან მაშინ , როცა ოკუპანტების "სამშვიდობოები" აშკარად უბიძგებენ "გადამწყვეტ" ნაბიჯს და მიშამ კვლავ "გაბედა" კონტრშეტევა , პრობლემის ერთი ხელის მოსმით მოგვარება, ხოლო რუსეთი უკვე მზად იყო ამისათვის. მათაც "გაბედეს " და შამპანური მათ ხვდა წილად, ხოლო სააკაშვილმა ასფალტის მწარე სუნი იგემა.

 

ეს ყველაფერი მოვლენათა ერთი ჯაჭვია, სადაც მთავარი გმირი ერთი თამაშის წესით თამაშობს. რაც არ უნდა კეთილშობილური ზრახვები ჰქონოდა მას დაავიწყდა მთავარი,მოწინააღმდეგე მუდმივად გსწავლობს და რაც თავის დროზე გახდა დიდი გამარჯვებათა ლაკმუსის ქაღალდი, ამჯერად ჰალსტუხის არომატით დასრულდა მთლიანად ქვეყნისათვის.

 

ჩვენ წავაგეთ დიდი ანგარიშით და ახლა დგება დღის წესრიგში რისკის მთავარი ფილოსოფია. რამდენად მართლზომიერია, როცა პოლიტიკოსი ერთიდაიგივე სვლებს აკეთებდა .საერთოდ იყო კი "განავარდება", ფაშის მოშორება , 7 ნოემბერი, ვულგარული რეფორმები სწორი გზა?

 

პირდაპირ ვიტყვი-სტრატეგიულად კი, ტაქტიკურად არა. რადგანაც განგრძობად დროში პრაგმატიზმი ყოველთვის ჯაბნის ემოციურ აფექტურ ქმედებებს და აკადემიური პოლიტიკის სტილი კი თინეიჯერულ ქცევას, თუმცა ასევე აუცილებელია გაბედულობა და ამგვარად ერთმნიშვნელოვან ნეგატიურ შეფასებას საწყის მოვლენებს არ გავუკეთებდი, მაგრამ როდესაც რისკის ქვეშ დადგა ქვეყნის ტერიტორიების საკითხი მაშინ ალბათ ბევრ სხვა ფაქტორზე იყო დასაფიქრი.

 

ერთი არასწორი სვლა ჭადრაკის დაფაზე წაგების ტოლფასია,თან უკვე დებიუტში, თუ მიტელშპილში გაცვეთილი ტაქტიკით.

 

პრეზიდენტ failed . ასე რომ ჩვენ წავაგეთ, ხოლო მას ეკისრება უშუალო უპასუხისმგებლობა იმ რისკიანი სვლისათვის, რაც ამჯერად კრახით დასრულდა.

 

 

არანაირი ტოლერანტობა მის მიმართ. მესმის მოტივაცია, მაგრამ თვითიმედოვნება თუ დაუდევრობა ისეთივე დანაშაულია როგორც სხვა. კი ბატონო ,თუ მოიგებდა ბლიცკრიგს, ჯარი "გაუძლებდა " რამდენიმე დღიან მტრის შემოტევას, საჰაერო თავდაცვა იმუშავებდა, მას, როგორც გამარჯვებულს არავინ გაასამართლებდა, მაგრამ დღეს მისი დამარცხების სადღეგრძელოს ვერ შევსვავთ. დამარცხებულები უკვე პოლიტიკურ მოვლენათა განსასჯელის სკამზე თავსდებიან და ზოგადი კითხვა რისკიანი პოლიტიკის წარმატებულობის შესახებ ლოგიკურია.

 

გამოსავალი? მიშა უნდა წავიდეს, მშვიდობიანად , სახელმწიფოებრივი სიფრთხილით...

 

საქართველოში მიღებული გადაწყვეტილებით. ის უნდა შეიცვალოს არააფექტური ჯუჯაოპოპოლიტიკანებით,არამედ გაწონასწორებული პოლიტიკური გუნდით,რომელიც ტალიავინებს ანუ ევროპას შეხედავს არა გამრუდებული მზერით და მოახდენს ევროპის იდეალიზაციას , ხოლო შემდეგ დეპრესიას მიეცემა გაზზე გაყიდულებს დაარქმევს,არამედ მიიღებს ისეთს როგორიც არის, ხოლო "პროდასავლურობა" საჭიროა ევროპის უმთავრესი ღირებულებებით,მენტალიტეტის არაბოლშევიზმით,რომელიც გზაა როგორც ეკონომიური, ასევე პოლიტიკური წინსვლისთვის

 

პს-მტერი მტრად რჩება მომიტევეთ ############### მძინარე ცხინვალი , მაგრამ საკითხი სხვა თემას შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჩადენილზე და უკვე გამოტანილ ვერდიქტზე " შუამავლის" მხრიდან.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...