მარკ კლეიტონი - ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, მნიშვნელოვანია, ყველა პარტია გაერთიანდეს და იმუშაოს 12 პუნქტის შესრულებაზე
ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა პარტია გაერთიანდეს და იმუშაოს 12 პუნქტის შესრულებაზე.
„ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი და არ არის პირდაპირ ჩართული საქართველოსთვის მიცემული 12 პუნქტის განხორციელების პროცესში. შემიძლია, ვთქვა, რომ ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. თითოეული გამოკითხვა, რომელიც ვნახე, ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება და ყველა მთავარი პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ ეს მათი ამოცანაა. მნიშვნელოვანია, ყველა პარტია გაერთიანდეს, იმუშაოს 12 პუნქტის შესრულებაზე და წინ წაიყვანოს საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ. სწორედ ეს სურს საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.