შპს „ლიდერის“ პროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოვლინდა - სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახეობრივი კვლევის შედეგად ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერის“ (გლდანი ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) შემოწმებისას, სახეობრივი კვლევისთვის ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია.
სააგენტოს ცნობით, კვლევის შედეგად ფარშის შემადგენლობაში ცხენისა და ვირის დნმ გამოვლინდა. ობიექტს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, პროდუქციის ამოღება/გამოთხოვა დაევალა, რის აღსრულებაზეც ზედამხედველობას სააგენტო ახორციელებს.
ასევე, სააგენტოს ინსპექტორებმა გადამოწმებისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები განმეორებით აიღეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ფაქტი მოკვლევის მიზნით სამართალდამცავ უწყებებს გადასცა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.