NASA-მ მთვარისკენ წარმატებით გაუშვა ისტორიაში უმძლავრესი რაკეტა
ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, NASA-მ მისია „არტემის 1“ წარმატებით გაუშვა. ეს გახლავთ პირველი ნაბიჯი უკიდურესად კომპლექსური მისიისა, რომელმაც პირველად 1972 წლის შემდეგ, ადამიანები მთვარეზე უნდა დააბრუნოს.
საკუთარ ისტორიაში ყველაზე მძლავრი რაკეტის გასაშვებად, NASA-მ ახალი კოსმოსური გაშვების სისტემა (Space Launch System) გამოიყენა. რაკეტა მთვარის ორბიტაზე რამდენიმე პატარა თანამგზავრსაც გაიტანს, შემდეგ კი თავადაც ორბიტაზე განთავსდება.
მისია 25 დღეს, 11 საათსა და 36 წუთს გაგრძელდება და ჯამში 2,09 მილიონ კილომეტრ მანძილს დაფარავს. კოსმოსური გამშვები სისტემა (SLS) დედამიწაზე 11 დეკემბერს დაბრუნდება.
მისია ეკიპაჟის გარეშეა. NASA-ს მიზანი კოსმოსური ხომალდის მუშაობის შემოწმებაა, იმ გარემოს გატესტვა, რომელში ყოფნაც ეკიპაჟს მოუწევს მთვარის გარშემო; სააგენტოს სურს დარწმუნდეს, რომ ხომალდი და მასში მყოფები უსაფრთხოდ შეძლებენ უკან, დედამიწაზე დაბრუნებას.
არტემის 1 პირველი მისიაა, რომელიც ახალი კოსმოსური გამშვები სისტემიდან (Space Launch System) გაეშვა. ის ყველაზე მძლავრი რაკეტაა, რაც კი ოდესმე გაშვებულა კოსმოსში, უფრო ძლიერი, ვიდრე აპოლოს „სატურნ V“ სისტემა, რომელსაც ასტრონავტები მთვარეზე 1960-1970-იან წლებში მიჰყავდა.
მიეკუთნება რაკეტების ახალ სისტემას, რომელსაც აქვს როგორც თხევადი ჟანგბადისა და წყალბადის ძირითადი ძრავები, ისე ორი მყარი გამაძლიერებელი, რომლებიც მან კოსმოსური შატლისგან მიიღო. იდეაში, ის კოსმოსური შატლისა და აპოლოს მისიების რაკეტა „სატურნ V“-ის ჰიბრიდია.
ტესტირება ძლიერ მნიშვნელოვანია, რადგან Orion Crew Capsule ნამდვილად სათანადოდ შემოწმდება. ის მთვარის კოსმოსურ გარემოში, მაღალი რადიაციის პირობებში, ერთი თვის განმავლობაში დარჩება.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიტესტება სიცხის ფარიც, რომელიც კაფსულას და მის მგზავრებს დაიცავს, როდესაც ის დედამიწაზე 40 233 კმ/სთ სიჩქარით დაბრუნდება. ის ატმოსფეროში ყველაზე სწრაფად შემოსული კაფსულა იქნება აპოლოს შემდეგ; შესაბამისად, ძლიერ მნიშვნელოვანია, რომ სიცხის ფარმა სათანადოდ იფუნქციონიროს.
პატარა თანამგზავრები, რომლებსაც რაკეტა მთვარის ორბიტაზე განათავსებს, წინასწარ სამეცნიერო საქმიანობას განახორციელებენ; მათ შორის, ჩაიხედავენ მუდმივად დაჩრდილულ კრატერებშიც, სადაც მეცნიერთა აზრით, წყალი უნდა იყოს. უფრო ზუსტად გაზომავენ რადიაციულ გარემოს, დაადგენენ, რა ეფექტები შეიძლება ჰქონდეს ადამიანზე ხანგრძლივ რადიაციულ ზემოქმედებას.
2024 წელს NASA გაუშვებს არტემის 2-ს, ამ პროექტის პირველ ეკიპაჟიან მისიას; გაშვებისას სააგენტო გამოიყენებს Space Launch System-ის რაკეტის კიდევ უფრო მძლავრ ვერსიას. ისიც ორბიტული მისია იქნება, დაახლოებით „აპოლო 8“-ის მსგავსი, რომელმაც მთვარეს წრე დაარტყა და დედამიწაზე დაბრუნდა. ასტრონავტები მთვარის ორბიტაზე ამჯერად უფრო მეტ დროს გაატარებენ და გატესტავენ თითქმის ყველაფერს.
2025 წლისთვის დაგეგმილია არტემის 3, რომელიც მთვარის ზედაპირზე ასტრონავტებს ჩაიყვანს. ეკიპაჟის წევრებს შორის იქნება სულ მცირე ერთი ქალი და ფერადკანიანი ადამიანი. კაფსულა „ორიონი“ ორბიტაზე დარჩება, მასში მყოფი ასტრონავტები SpaceX-ის ხომალდი Starship-ში გადასხდებიან და მთვარის ზედაპირზე დაეშვებიან.
2027 წელს, მისია არტემის 4 ასტრონავტებს მთვარის მინისადგურზე წაიყვანს, რომელსაც Gateway (ჭიშკარი) ერქმევა.
პროგრამა არტემისს რამდენიმე სხვადასხვა მიზანი აქვს. მათ შორის არის რესურსების ადგილზე გამოყენება, მაგალითად, წყლის ყინულის და მთვარის ქანების, რომლებისგანაც უნდა აწარმოონ საკვები, საწვავი და სამშენებლო მასალები.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.