Jump to content
Planeta.Ge

ოლივერ ვარჰეი - საქართველომ მკაფიოდ განგვიცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს ძლიერ სამიზნედ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, მზად ვართ, ეს გზავნილი შევუსრულოთ


ახალ გეოპოლიტიკურ პერიოდში, საქართველომ მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს საკმარისად ძლიერ სამიზნედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ვარჰეი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის, ეს გზავნილი შეუსრულოს საქართველოს.

„ამ ახალ გეოპოლიტიკურ პერიოდში, საქართველომ ძალიან მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს საკმარისად ძლიერ სამიზნედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. საქართველოში ვიმყოფები იმის სათქმელად, რომ მზად ვართ ეს გზავნილი შევუსრულოთ საქართველოს“, – წერს ოლივერ ვარჰეი.

 

 


 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...