Jump to content
Planeta.Ge

პენტაგონში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის არ ფლობენ ინფორმაციას პოლონეთში რუსეთიდან რაკეტების ჩავარდნის შესახებ


ამერიკის თავდაცვის უწყება ამ დროისთვის ვერ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა გააკეთა. მისი თქმით, ამერიკის მთავრობა მხოლოდ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ფლობს.

„შემიძლია, გითხრათ, რომ ამ დროისთვის არ ვფლობთ არანაირ ინფორმაციას გავრცელებულ ვერსიასთან დაკავშირებით და მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ შესაბამის უწყებებთან“, – განაცხადა პატრიკ რაიდერმა.

რუსეთიდან პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში თავდაპირველად არაოფიციალურად გავრცელდა. ამასთან, მედიის ცნობით, პოლონეთის პრემიერი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს. ვრცელდება ასევე ცნობა ორი დაღუპულის შესახებ. მოგვიანებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელმა დაადასტურა.

1ტვ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...