ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს პოლონეთთან, ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატო-ს ყოველი სანტიმეტრი
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„პოლონეთიდან გავრცელებული ბოლო ინფორმაცია ყველაზე შემაშფოთებელია. მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატო-ს ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პოლონურმა მედიასაშუალებებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთიდან ნასროლი ორი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩავარდა. ამასთან, საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, სოფელ პშევოდოვში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.