უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინაში შვიდ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინაში შვიდ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ გააკეთა.
ტიმოშენკოს თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, 15 ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 90-დან 70 რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს.
უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებების მიხედვით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სავარაუდოდ ხვალ დილამდე ვერ მოხერხდება.
რუსეთმა უკრაინაზე დღეს მასობრივი სარაკეტო იერიში განახორციელა. ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, ელექტროენერგია მოლდოვაშიც გაითიშა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.