Jump to content
Planeta.Ge

კიევის ცენტრში რუსული რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, რამდენიმე საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო


კიევის ცენტრში რუსული რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, რამდენიმე საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებენ.

კლიჩკოს თქმით, კიევის პეჩერსკის უბანში რაკეტები ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ექიმები და მაშველები ადგილზე მუშაობენ.

მანამდე კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს, რის შედეგადაც 4 რაკეტა იქნა ჩამოგდებული.

პარალელურად ცნობები ვრცელდება საჰაერო თავდაცვის მუშაობაზე უკრაინის კიდევ სამ ოლქში: ვინიცაში, ჩერნიგოვსა და პოლტავაში. ინფორმაციას ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები ავრცელებენ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...