ჯოზეფ ბორელი - უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნის მისიაში მონაწილეობას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მიიღებს
დღეს ჩვენ განვიხილავთ, როგორ წავიწიოთ წინ უკრაინის არმიისთვის წვრთნის მისიის, ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის, პრაქტიკული განხორციელების კუთხით, - ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განუცხადა.
„ეს მისია სამ თვეზე ნაკლებ დროში ამოქმედდება. ეს რეკორდული დროა ევროპელებისთვის. 15 000 უკრაინელი ჯარისკაცი წვრთნას ევროპის სხვადასხვა წევრ ქვეყანაში გაივლის. ეს იქნება უკრაინის არმიის განახლების, გაზრდის, შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ მიმართული დიდი ძალისხმევა. 15 000 ჯარისკაცი ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყანაში. ეს მისია იქნება უკრაინისადმი ჩვენი სამხედრო მხარდაჭერის ცენტრალური ნაწილი“, - აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით, ევროკავშირის სამხედრო მხარდაჭერის მისიის დახმარებით უკრაინელები მიიღებენ ზუსტად იმ ცოდნასა და უნარებს, რაც მათ სჭირდებათ.
„ეს წვრთნა უკრაინელებს სჭირდებათ. ჩვენ მივიღეთ მოთხოვნა უკრაინის სამხედრო შტაბიდან, რომ „ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის სპეციფიური წვრთნა, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს სჭირდებათ“. ომი ახლა ძალიან თანამედროვე რამ არის, ის მოითხოვს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს, თანამედროვე იარაღის გამოყენების უნარს და თანამედროვე ტაქტიკას. ეს არის ომი, რომელიც სრულიად განსხვავდება წარსულის „კლასიკური“ ომებისგან. უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნები ჩატარდება არა მხოლოდ პოლონეთში, არა მხოლოდ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში, არამედ ყველა ევროპული ქვეყანა შეიტანს წვლილს“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.