ოლივერ ვარჰეი - უკრაინაში ომი ცხადყოფს, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ქვეყანას, რომელსაც წინ რუსეთის აგრესია ხვდება - ჩვენ დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც ამ აგრესიის საფუძველზე არსებობს
ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა.
როგორც მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს იმ სირთულეების დაძლევაში, რომელიც ქვეყანაში რუსეთის აგრესიის საფუძველზე არსებობს.
„როდესაც საქართველოში ხარ, ვერ აცდები საუბარს იმაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული. უკრაინაში მიმდინარე ომი ცხადყოფს, როგორც ამას საქართველოში 2008 წლის ომი აჩვენებდა, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ქვეყანას, რომელსაც წინ რუსეთის აგრესია ხვდება. ამიტომ, კვლავ მინდა ხაზი გავუსვა ჩემს გზავნილს, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს სრული ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც ამ აგრესიის საფუძველზე არსებობს“, - განაცხადა ვარჰეიმ.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.