Jump to content
Planeta.Ge

ევროკომისარი ნიკა გვარამიას დაკავების და დეოლიგარქიზაციის შესახებ კითხვებზე - თქვენ მიიჩნევთ, რომ ამდენი ვიცი საქართველოს პოლიტიკის შესახებ? არა მგონია


არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის ან სხვების სასიკეთოდ, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის შეკითხვას ერთი მხრივ ნიკა გვარამიას დაკავების, მეორე მხრივ კი იმის შესახებ, თუ ვის ეხება ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ და ვის გულისხმობს ევროკომისია.

როგორც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, ეს კრიტერიუმი „არცერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება“.

„თქვენ მიიჩნევთ, რომ ამდენი ვიცი საქართველოს პოლიტიკის შესახებ? არა მგონია. მე ის ვიცი, რომ ძალიან მკაფიოდ არსებობს გაწერილი 12 რეკომენდაცია. არცერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება კრიტერიუმები. ეს არის სისტემის ჩარჩო, რომელიც შემოგთავაზეთ. საკანონმდებლო ჩარჩო, რომელშიც ფუნქციონირებს მედია, იძლევა იმის გარანტიას, რომ იქნება თავისუფლება. ამ ჩარჩოში ხალხს ექნება წვდომა ინფორმაციაზე, მედიაზე, რომელიც აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას და იგივე ეხება კანონს ოლიგარქების შესახებ. ევროკავშირი არ არჩევს, რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიოდ იყოს განსაზღვრული. არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის სასიკეთოდ ან სხვების სასიკეთოდ, რაც საბოლოო ჯამში, მისთვის იქნება სასიკეთო. ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს უკავშირდება რომელიმე ადამიანს. სწორედ ამიტომ, როდესაც საუბარია კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვითხოვეთ ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს - ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე შესაფასებლად გაიტანოს ეს კანონპროექტი და ვნახოთ რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი იმ მიზნამდე, რომელიც გაწერილია ამ პრიორიტეტებში“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...