Jump to content
Planeta.Ge

2022 წელს საქართველოში 150-ზე მეტი ვებსაიტი დაიბლოკა, მათ შორის iMOVIES და adjaranet


2022 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში რამდენიმე ათეული ვებსაიტი დაიბლოკა, მათ შორის ისეთი პოპულარული ვებსაიტები, როგორიცაა iMOVIES და adjaranet. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევის მიხედით, დაბლოკილი საიტების უმრავლესობა (77%) საავტორო უფლებებს არღვევდა, თუმცა გამოიკვეთა პორნოგრაფიული მასალების (6,5%) გავრცელების შემთხვევებიც.
 

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საიტების დაბლოკვის წესი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ რისკებს შეიცავს.

2022 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში დაბლოკილ (150-ზე მეტ) ვებსაიტებს შორის მოხვდნენ: zona, qartulad, poti, imovs, kinoebi, geosaitebi, filmebi და ა.შ.

 

IDFI-ის მონაცემებით, ვებსაიტის დაბლოკვის შესახებ განაცხადს აკეთებდნენ: სახელმწიფო უწყებები (38%), იურიდიული კომპანიები (31%), ფიზიკური პირები (20%) და კომუნიკაციების კომისია (11%).

"დაბლოკილი ვებგვერდების მფლობელები ამა თუ იმ გზით, მაინც ახდენენ დაუშვებელი პროდუქციის გავრცელებას. აღნიშნულს განსაკუთრებით მარტივად ახერხებენ, პოპულარული ვებგვერდები", - აღნიშნულია კვლევაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...