აშშ-ის ფლოტმა ჩაძირა კატარღა, რომელსაც ირანიდან იემენელი მეამბოხეებისათვის ასაფეთქებელი მასალები გადაჰქონდა
აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა 15 ნოემბერს განაცხადეს, რომ ჩაძირეს კატარღა, რომელსაც იემენში ჰუთი მეამბოხეებისთვის საკმაოდ მძლავრი ასაფეთქებელი მასალები გადაჰქონდა. კატარღა, რომელიც აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა 8 ნოემბერს ომანის ყურეში დააკავეს, 13 ნოემბერს ჩაძირეს.
ბაჰრეინში დისლოცირებული აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-5 ფლოტის სარდლობის ცნობით, გემზე აღმოჩნდა ასაფეთქებელი მასალა, რომელიც ათობით ბალისტიკური რაკეტის დასამუხტად იქნებოდა საჭირო.
აშშ-ის ფლოტს არაბეთის ზღვაში ადრეც შეუჩერებია მაღალტექნოლოგიური იარაღის გადაზიდვა, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, ირანიდან მოდიოდა და იემენში, ჰუთიტი მეამბოხეებისთვის იყო განკუთვნილი.
ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა მოხდა 2021 წლის მაისში, როდესაც დაკავებულ ხომალდზე დამალული აღმოჩნდა რუსული წარმოების ათობით მაღალტექნოლოგიური ანტისატანკო რაკეტა, ჩინური წარმოების 56-ის ტიპის ათასობით ავტომატი, ასობით PKM ავტომატი, სნაიპერთა იარაღი და ყუმბარმტყორცნები.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.