Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტზე - რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა შეჩერდეს


რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს, ეს ათასობით სიცოცხლეს გადაარჩენს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა, რომლის მონაწილეებს მან ვიდეო კავშირის საშუალებით მიმართა.

მან ხაზი გაუსვა, რომ „მინსკი 3“ არ იქნება.

„ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს გააძლიეროს თავისი ძალები. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არის დრო, როდესაც რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან და კომპენსაცია გადაიხადოს მიყენებული ზიანისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა „ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურის ძირითადი ელემენტის“ ჩამოყალიბებას, რათა რუსული აგრესიის განმეორება აღარ მოხდეს.

”როდესაც განხორციელდება ყველა ანტი-საომარი ღონისძიება, მხარეებმა უნდა მოაწერონ ხელი ომის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება მსოფლიო ბირთვული კატასტროფით დააშანტაჟოს და რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გადააქცია „რადიოაქტიურ ბომბად, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქდეს“.

„ბირთვულ შანტაჟს გამართლება არ აქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა „G19“-ს, „დიდ ოცეულს“ რუსეთის გამოკლებით, იმისთვის, რომ ამას გარკვევით აცხადებენ.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...