Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონში უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ ხერსონში სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და უკრაინის დროშის აღმართვის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.

პრეზიდენტს ხერსონელებმა ემოციური დახვედრა მოუწყვეს. მთავარ მოედანზე ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, ხალხის რეაქციიდან შეგიძლიათ გაიგოთ, მათი რეაქცია არ არის დადგმული. ხალხი ელოდა უკრაინის ჯარს, ჩვენს ჯარისკაცებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ხერსონში ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო, რათა მხარდაჭერა გამოეხატა ქალაქის მცხოვრებლების მიმართ, რომლებმაც რუსეთის ოკუპაციას დაახლოებით რვა თვის განმავლობაში გაუძლეს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, სად არის მოსალოდნელი უკრაინული ძალების წინსვლა, ზელენსკიმ უპასუხა, არა „მოსკოვისკენ, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული სხვა ქვეყნის ტერიტორიებით“.

მოგვიანებით, ზელენსკიმ ოფიციალურ Telegram არხზე ხერსონში ვიზიტის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა, წარწერით, "ხერსონი - უკრაინაა“.

პალიტრა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...