ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნება" საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის
ისეთი კანონის მიღებით, რომელიც აპრიორი ვინმეს მიმართ გავრცელებას გამორიცხავს, ძალიან კარგად ხდება იმის ილუსტრაცია, თუ ვის ეფარება „ქართული ოცნება", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება" საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის.
„როცა „ქართული ოცნება" ამბობს, რომ კანონპროექტი არ შეეხება ვინმეს, ამ შემთხვევაში ივანიშვილს, ამით ამბობს, რომ ის არის ამორიცხული თავიდანვე, რაც არის თვალებში ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის. ისეთი კანონის მიღებით, რომელიც აპრიორი ვინმეს მიმართ გავრცელებას გამორიცხავს, ხდება ძალიან კარგად ილუსტრაცია იმის, თუ ვის ეფარება "ქართული ოცნება," სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის საკანონმდებლო ინსტიტუტი და ვინ არის რეალურად პროცესებზე გავლენის მატარებელი. ეს პროექტი არ შეესაბამება 12 რეკომენდაციას, რადგან არის კოპირებული და ის შეესაბამება უკრაინაში არსებულ გამოწვევებს და არა საქართველოში არსებულს. ოლიგარქიზაციის მთავარი პრობლემა არის არაფორმალური ძალაუფლების კონსოლიდაცია და ამ კანონით ვერ მოხდება ამის გადაჭრა, ამიტომ მთავარია ყველა დანარჩენი რეკომენდაციის შესრულება და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაზრდა,"- განაცხადა ლილუაშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.