ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ხერსონში ჩავიდა და ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ წინ მივიწევთ. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მთელი ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ ხერსონის მთავარ მოედანზე.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ნატო-ს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-სგან მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) მიწოდებამ კიევისთვის დიდი ცვლილება მოახდინა.
კითხვაზე, სად შეიძლება უკრაინული ძალების წინსვლა სამომავლოდ, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა: „არა მოსკოვი… ჩვენ არ გვაინტერესებს სხვა ქვეყნის ტერიტორიები.“
უკრაინის არმია ხერსონში 11 ნოემბერს შევიდა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.