Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირი დღეს ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს მიიღებს


საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, დღეს ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს.

„დღეს ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს მივიღებთ. სანქციები დაწესდება იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემონსტრანტების რეპრესიებზე. გუშინ ვესაუბრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ განვიხილეთ ე.წ. ბირთვული შეთანხმება, ასევე ირანის მიერ რუსეთისთვის გაწეული სამხედრო დახმარება, რომელიც უნდა შეჩერდეს“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება.

მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს მტკიცებულები, რომ ირანი რუსეთს აწვდის დრონებს. რაც შეეხება რაკეტების მიწოდებას, ბორელის თქით, ბრიუსელს ჯერ არ აქვს ამის დამადასტურებელი საკმარისი საბუთები.

1ტვ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...