Jump to content
Planeta.Ge

თამარ ბარკალაია - სოციალური პაკეტის ზრდა შეეხება დაახლოებით 132 ათას პირს, აქედან 45 ათასი მკვეთრად გამოხატული შშმ პირი და შშმ ბავშვია


მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის 2023 წელს სოციალური პაკეტის გაზრდა იგეგმება.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილეს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტის დეტალები დეპუტატებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ გააცნო.

„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები სოციალური პაკეტის მიმღებთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიაა და მათ განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ. მიზანშეწონილია, ამ კატეგორიის პირთათვის საკანონმდებლო დონეზე იყოს გარანატირებული სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიური ინდექსაცია და მსგავსი გადაწყვეტილებები არ იყოს დამოკიდებული ყოველ საბიუჯეტო წელს ამ მიზნისთვის გამოყოფილი ასიგნებების ოდენობასა და ფისკალურ პარამეტრებზე.

2023 წელს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი გაიზრდება 65 ლარით, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობა გაიზრდება 35 ლარით. აღნიშნული თანხები დაანგარიშებულია კანონის პროექტით განსაზღვრულ პრინციპებსა და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით და ეფუძნება 2023 წელს პენსიის ინდექსაციის გამოთვლის პრინციპს.

აქვე, აღვნიშნავ, რომ სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა შეეხება დაახლოებით 132 ათას პირს, აქედან 45 ათასი მკვეთრად გამოხატული შშმ პირი და შშმ ბავშვია. ამ მიზნებისთვის დამატებით საბიუჯეტო ასიგნებებიდან 73 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია და საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში ჩადებული არის. წლევანდელი ბიუჯეტი დაახლოებით 228 მილიონია. ანუ, აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, მიღების და შეთანხმების შემთხვევაში, 2023 წლიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების პენსია გახდება 340 ლარი. მნიშვნელოვნად გამოხატულთათვის იქნება 375 ლარი და ზომიერად გამოხატულ შშმ პირთათვის 135 ლარი“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...