Jump to content
Planeta.Ge

გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად განახლებულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი


გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად განახლებულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, ლა-მანშის სრუტეში გაძლიერებული პატრულირებისთვის ლონდონი პარიზს წლიურად 72 მილიონ ევროს გადაუხდის.

მედიის ცნობით, გაზრდილი დაფინანსების ფონზე, სამართალდამცველთა რაოდენობაც 350-მდე გაიზრდება. მედია ასევე იუწყება, რომ თანხა მოხმარდება მიგრანტთა ცენტრებსა და საფრანგეთის პორტების სათვალთვალო სისტემებით აღჭურვას, შეიძენენ დრონებსა და ღამის ხედვის აღჭურვილობას.

მედიის ინფორმაციით, 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე, ლა-მანშის მარშრუტით გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე 40 ათასზე მეტი უკანონო მიგრანტი გადავიდა, რაც წინა წლების მონაცემებთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებელია.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...