Jump to content
Planeta.Ge

უკრაინული მედია - ბერისლავის რაიონი მთლიანად დეოკუპირებულია


ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ ბერისლავის რაიონში მტერმა თითქმის ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, ტყის ტერიტორია, საცხოვრებელი კორპუსები და სამედიცინო დაწესებულებები დანაღმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ბერისლავის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვოლოდიმირ ლიტვინოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ბერისლავი მთლიანად დეოკუპირებულია.

„ბერისლავის 11-ვე ტერიტორიული თემში უკრაინის დროშა ფრიალებს”, - აღნიშნა ვოლოდიმირ ლიტვინოვმა.

მისი თქმით, ახლად გათავისუფლებულ დასახლებებში, მათ შორის ქალაქ ბერისლავში, სტაბილიზაციის ღონისძიებები გრძელდება.

„ახლახან გათავისუფლებულ დასახლებებში, მათ შორის თავად ქალაქ ბერისლავში, გრძელდება სტაბილიზაციის ღონისძიებები. მოსახლეობის რაოდენობა ამჟამად რაიონის ტერიტორიაზე დაახლოებით 35 ათასია, რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროისთვის კი - 96 ათასი იყო“, - განაცხადა ლიტვინოვმა.

მისი თქმით, მტერი აგრძელებს დეოკუპირებული ბერისლავის დაბომბვას აგრძელებს, ამიტომ უკიდურესად რთულია ტერიტორიისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ნაღმებისგან გაწმენდა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...