Jump to content
Planeta.Ge

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში რუსეთიდან 443 ათასზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, რაც ვიზიტორთა ჯამური რაოდენობის 27.7 %-ია


სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 443.6 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.7 პროცენტს შეადგენს.

მათი ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 2.3 მილიონი შემოსვლა, რაც 2.8-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

„შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 42.9 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.9 მილიონი შეადგინა, რაც 2.6-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2022 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.6 მილიონს მიაღწია, რაც 2.5-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.2-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

2021-2022 წლების III კვარტალებში საერთაშორისო ვიზიტორების 78.7 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 17.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.0 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2022 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 443.6 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა სომხეთი 15.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 13.7%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (533.2 ათასი), სომხეთის (326.0 ათასი) და თურქეთის (281.3 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა, 47.3 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 44.9 პროცენტს შეადგენდა. 2022 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (60.3 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. 2022 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 4.6 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 2 411.4 ლარი შეადგინა“, -აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...