Jump to content
Planeta.Ge

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოლქში გათავისუფლებულია 12 დასახლებული პუნქტი


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში უკვე 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ დღეს, 14 ნოემბერს, ტელეგრამზე წერს ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი. ის არ აკონკრეტებს, რა პერიოდში გახდა შესაძლებელი ამ დასახლებულ პუნქტებზე კიევის კონტროლის აღდგენა.

ჰაიდაის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში ყოველდღიურად მძიმე ბრძოლებია და მრავლად არიან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები და რუსეთის მიერ მობილიზებულები.

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის ჯარებს შორის ყველაზე მძიმე ბრძოლები ამჟამად ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში მიდინარეობს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...