Jump to content
Planeta.Ge

სლოვენიას პირველად ეყოლება ქალი პრეზიდენტი


ლიბერალური უფლებების დამცველმა, ნატაშა პირც-მუსარმა 13 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და ის სლოვენიის პირველი პრეზიდენტი ქალი გახდება.

2 მილიონიანი ქვეყნის ახალმა მეთაურმა განაცხადა, რომ მისი პირველი ამოცანა იქნება მემარცხენეებსა და მემარჯვენე ძალებს შორის ღრმა განხეთქილების გადალახვა.

თითქმის ყველა ხმის დათვლის შემდეგ პირც-მუსარმა 54 პროცენტით 46 პროცენტის წინააღმდეგ აჯობა სლოვენიის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ანჟე ლოგარს.

მისი წარმატება გააძლიერებს ქვეყნის ლიბერალურ ბლოკს აპრილში სლოვენიის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის გამარჯვების შემდეგ.

54 წლის პირც-მუსარი იქნება პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს იკავებს მას შემდეგ, რაც სლოვენია 1991 წელს დამოუკიდებელი გახდა იუგოსლავიის დაშლის შემდეგ.

ორი კვირის წინ კენჭისყრის პირველ ტურში მან ლოგარზე უარესი შედეგი აჩვენა.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...