თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, სტამბოლში აფეთქებას ტერაქტად აფასებენ, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ქალმა განახორციელა
თურქეთის ხელისუფლება სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას ტერორისტულ აქტად მიიჩნევს, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ქალმა განახორციელა, - ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ განაცხადა.
„ჩვენი შეფასებით, ეს იყო ტერორისტული აქტი. თავდამსხმელმა, რომელიც წინასწარი მონაცემებით ქალია, მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი მოწყობილობა“, - განაცხადა ფუატ ოქტაიმ.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.