Jump to content
Planeta.Ge

პირველად მონარქის სტატუსით, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ, ხსოვნის კვირის აღსანიშნავად, ლონდონის კენოტაფი გვირგვინით შეამკო


პირველად მონარქის სტატუსით, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ, ხსოვნის კვირის აღსანიშნავად, ლონდონის კენოტაფი გვირგვინით შეამკო.

ორწუთიანი დუმილის დასაწყისად, დილის 11 საათზე ბიგ-ბენმა 11-ჯერ დარეკა ზარი.

ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ ხსოვნის დღის ცერემონიას მეფე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დაესწრო.

ამასთან, როგორც ადგილობრივი მედია წერს, გარდაცვლილ დედოფალ ელისაბედ მეორეს, ომში დაღუპულთა ხსოვნის დღე სამეფო კალენდრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად მიაჩნდა.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...