რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სტამბოლში აფეთქება შესაძლოა, ტერორისტულ თავდასხმას უკავშირდებოდეს
სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აფეთქების შედეგად 53 ადამიანია დაშავებული.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ სტამბოლის გუბერნატორის წინასწარი მონაცემების საფუძველზე, აფეთქება შესაძლოა, ტერორისტულ თავდასხმას უკავშირდებოდეს.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ისტიკლალის გამზირზე მომხდარ აფეთქებაში ქალი მონაწილეობდა.
1ტვ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.