Jump to content
Planeta.Ge

სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა


სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა, არის მსხვერპლი.

სტამბოლის გუბერნატორის ალი იერლიკაიას განცხადებით, აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:20 საათზე მოხდა. როგორც მან განაცხადა, არიან როგორც დაღუპულები, ისე დაშავებულები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება.

თურქეთის ხელისუფლებამ მედიასაშუალებებს შემთხვევის ადგილიდან მაუწყებლობა ან ფოტოების გამოქვეყნება აუკრძალა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...