ქალის ცხედარი იპოვეს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი წყლიდან ამოსვენებულია.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სხვა ინფორმაციას, ამ ეტაპზე, შსს არ ავრცელებს.
ინფორმაცია განახლდება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.