Jump to content
Planeta.Ge

„უკრაინის რკინიგზა“ ხერსონში სამგზავრო მატარებლის აღდგენას აანონსებს


„უკრაინის რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ უკვე დაწყებულია ხერსონის მიმართულებით სამგზავრო მატარებლის აღდგენის პროცესი.

„რკინიგზა ადგილზეა. ხალხი გველოდება. ასე რომ, მალე იქნება მატარებელი ხერსონში“, - წერს ამის შესახებ ტელეგრამის საკუთარ გვერდზე კომპანიის ხელმძღვანელი, ალექსანდრ კამიშინი.

 

„განაღმვის სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, თუმცა, ამას დრო სჭირდება. დაზიანებულ გზებსა და დამტვრეულ ვაგონებს მალე აღვადგენთ“, - წერს კამიშინი.

11 ნოემბერს, უკრაინის ქალაქი ხერსონი რუსეთის ჯარმა დატოვა. ქალაქი მარტის დასაწყისიდან ჰქონდათ დაკავებული რუსეთის ჯარებს. ხერსონიდან მათი წასვლა დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა შეაფასეს უკრაინის „განსაკუთრებულ გამარჯვებად“ და მოსკოვის „სტრატეგიულ მარცხად“.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...