Jump to content
Planeta.Ge

ენტონი ბლინკენი - უკრაინის მიერ ხერსონის გათავისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინელი სამხედროებისა და ხალხის სიმამაცეს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინის მიერ ხერსონის გათავისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინელი სამხედროებისა და ხალხის სიმამაცეს.

ამის შესახებ განცხადება ენტონი ბლინკენმა უკრაინელ კოლეგასთან კამბოჯაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტზე გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, ხერსონის გათავისუფლება ასევე ცხადჰყოფს იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც აშშ და მსოფლიოს სხვა ქვეყნები უკრაინას უწევენ რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში.

ბლინკენის განცხადებით, კიევის სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის სამხედროების სტრატეგია, რომლებიც უკრაინაში სამოქალაქო და მათ შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას აგრძელებენ.

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბაიდენის ადმინისტრაციას და ამერიკელ ხალხს უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის.

მისივე თქმით, უკრაინა საკუთარი ტერიტორიებიდან რუსეთის გაძევებას მხოლოდ აშშ-თან ერთად შეძლებს. კულებას თქმით, გამარჯვება ახლოსაა და ეს გამარჯვება ყველა მშვიდობისმოყვარე ერის გამარჯვება იქნება.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...