Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთსა და ირანს შორის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ შეთანხმება მზადდება


რუსეთსა და ირანს შორის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ შეთანხმება მზადდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

“ჩვენ გვესმის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხე, ამიტომ დღეს ჩვენს დიპლომატიას, სამხედრო დაზვერვასა და სხვა სტრუქტურებს ძალიან აქტიური პოზიცია აქვთ და გულმოდგინედ მუშაობენ, რათა საერთაშორისო საზოგადოებას დაუმტკიცონ თუ რამდენად სახიფათოა ირანის მიერ რუსეთისადმი შეიარაღების გადაცემა”, - განაცხადა დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ.

მისი თქმით, არსებობს პრაქტიკული შედეგებიც - რეალური მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ ირანმა საკუთარი პოზიცია შეცვალა და რუსეთისადმი შეიარაღების მიწოდებაში საკუთარი ჩართულობის უარყოფა შეწყვიტა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...