Jump to content
Planeta.Ge

CNN ქალაქ ხერსონიდან კადრებს ავრცელებს, სადაც ადგილობრივები 8 თვის განმავლობაში რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ყვებიან


რვა თვის განმავლობაში უკრაინის ქალაქ ხერსონის მცხოვრებლები რუსეთის სასტიკი ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობდნენ, მაგრამ პარასკევს, უკრაინული ძალები შევიდნენ ქალაქში და რუსულმა ჯარებმა აღმოსავლეთისკენ დაიხიეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, რომლის გადამღები ჯგუფი დეოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა.

ხერსონიდან ტელეკომპანიის კორესპონდენტი აცხადებს, რომ „მოსახლეობას არც წყალი აქვს, არც ინტერნეტი და არც ელექტროენერგია, მაგრამ განწყობა ეიფორიულია”.

ტელეკომპანიის სიუჟეტში ჩანს ხერსონის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც მღერიან სახელმწიფო ჰიმნს, ისმის შეძახილები "სლავა უკრაინი!" (დიდება უკრაინას).

”ჩვენ თავს თავისუფლად ვგრძნობთ, არ ვართ მონები, ჩვენ უკრაინელები ვართ. გვეშინოდა რუსული არმიის, ჯარისკაცების, რომლებიც ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა შემოსულიყვნენ ჩვენს სახლში, უბრალოდ აღებდნენ კარს, თითქოს აქ ცხოვრობდნენ და იპარავდნენ, იტაცებდნენ, აწამებდნენ“, - განუცხადა CNN-ს ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ხერსონის მცხოვრებლების განცხადებით, როდესაც ომის დასაწყისში რუსული ჯარები ხერსონში შევიდნენ და ქალაქი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, ხალხი წაიყვანეს, აწამეს, ბევრი გაუჩინარდა.

„აქ უამრავი ადამიანი დაიღუპა. უბრალოდ, ჯერ კიდევ არ ვიცით“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ ოკუპაციის პერიოდზე საუბრისას.

შეგახსენებთ, ქალაქ ხერსონში უკრაინელი ჯარისკაცები გუშინ შევიდნენ.

 

 
 
IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...