Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - აგრესორების ყველა ისტორია დასჯით სრულდება, ეს ელოდება რუსეთის ხელისუფლებასაც - რამდენიმე ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსული აგრესიისთვის ტრიბუნალის შექმნას


აგრესორების ყველა ისტორია დასჯით სრულდება, ეს ელოდება რუსეთის ხელისუფლებასაც, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამში“ წერს.

მისი თქმით, რამდენიმე საპარლამენტო ასამბლეამ და ეროვნულმა პარლამენტმა უკვე დაუჭირა მხარი უკრაინის ქვეყნის წინააღმდეგ რუსული აგრესიისთვის ტრიბუნალის შექმნას.

ზელენსკი წერს, რომ მეტი დეტალი სამხედრო დანაშაულების სასამართლო პროცესების შესახებ ხელმისაწვდომია United24 Media-ს ახალ გამოშვებაში.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საკითხებზე, რათა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. ასეთი ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპარლამენტმა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...