Jump to content
Planeta.Ge

ბენ უოლესი - რუსეთის საოკუპაციო ძალების ხერსონიდან გასვლა მათი მორიგი სტრატეგიული მარცხის ნიშანია - რიგითმა რუსებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ: რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო?


რუსეთის საოკუპაციო ძალების ხერსონიდან გასვლა კრემლის მორიგი სტრატეგიული მარცხის ნიშანია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბელ უოლესმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის რიგითმა მოქალაქეებმა უნდა დასვან შეკითხვა: რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო.

„თებერვალში რუსეთის ფედერაციამ ვერ მიაღწია ვერცერთ თავის მთავარ მიზანს, გარდა ხერსონისა. ახლა, როდესაც ის ასევე ჩაბარდა, რიგითმა რუსებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: "რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო?" - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრით მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციას და დამცირებას მიაღწია.

„გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო თანამეგობრობა გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და მიუხედავად იმისა, რომ გაყვანა მისასალმებელია, არავინ აპირებს არასათანდოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე მუდმივი საფრთხე“, - აღნიშნა უოლესმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...