Jump to content
Planeta.Ge

თბილისში, მეტეხის ხიდზე დღეს საღამოდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება


თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში, მეტეხის ხიდზე 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეიზღუდება. მერია განმარტავს, რომ მიზეზი ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვაა.

რამდენიმე საათის განმავლობაში:

  • გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ზვიად გამსახურდიას სანაპიროს მიმართულებით, ასევე, კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით. ხოლო, თუმანიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით;
  • გადაადგილება შესაძლებელი იქნება: ევროპის მოედნიდან, ღვინის აღმართისა და მეტეხის აღმართის მიმართულებით. ასევე, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის გავლით, ღვინის აღმართის, ან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

ამ შეზღუდვების გამო ავტობუსები: N301, N331, N344, N345, N350, N371, N305, N325, N309, N333, N337, N393 და მიკროავტობუსი N580 ნაცვლად მეტეხის ხიდისა და ევროპის მოედნისა, გორგასალის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ კოტე აფხაზის ქუჩით და დაუკავშირდებიან თავისუფლების მოედანს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...