Jump to content
Planeta.Ge

ხვიჩა კვარაცხელია ქართველ სტუდენტებს და შოთა არველაძეს შეხვდა


ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც იტალიაში შოთა არველაძის, ძმები არველაძეების ფონდის და მათი პარტნიორების დახმარებით ჩავიდნენ.

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელის მიზანი იყო, ნეაპოლში 12 საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტი „ნაპოლის“ და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის დასწრებოდა. სამწუხაროდ, ხვიჩა ტრავმის გამო ბოლო მატჩებს ვერ თამაშობს, მაგრამ სტუდენტები იტალიაში გაემგზავრნენ და „ნაპოლის“ ქართველ ლიდერს შეხვენენ.

ხვიჩა არველაძეს სასტუმრო „ბრიტანნიკში“ შეხვდა, რაც იტალიურ მედიას არ გამორჩენია – ძველი და ახალი თაობის ქართველ ვარსკვლავზე წერილი („კვარაცხელია, შეხვედრა ქართული ფეხბურთის ლეგენდა არველაძესთან“) „არეანაპოლიმ“ გამოაქვეყნა. ეს მიუთითებს, რომ „ნაპოლის“ ქართველმა ვარსკვლავმა იტალია საქართველოთი და ჩვენი ფეხბურთით დააინტერესა.

„ხვიჩა კვარაცხელია „უდინეზესთან“ მსოფლიო შესვენებამდე ბოლო მატჩში არ იქნება. ასე რომ, „ნაპოლი“ სერია A-ში კვლავ უდიდესი ტალანტის გარეშე ითამაშებს. თუმცა, ეს დღეს კვარაცხელიასთვის მაინც ძალიან სასიამოვნო და უჩვეულო იყო იმის გამო, რომ Transfermarkt-მა მისი ღირებულება გააორმაგა და 60 მილიონი გახადა. თუმცა, ეს არ არის დღის ერთადერთი კარგი სიახლე თბილისელი ბიჭისთვის: სასტუმრო „ბრიტანნიკში“ (სადაც ახლა იმყოფება სახლის ქურდობის შემდეგ) შეხვდა თავის მეგობარ საბა საპანაძეს, ქართველ სტუდენტებს და ქართული ფეხბურთის ლეგენდას, შოთა არველაძეს – „აიაქსის“ და „რეინჯერსის“ ყოფილ თავდამსხმელს, რომელიც საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია“, – წერს „არეანაპოლი“.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...