სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებას - ქართველ ხალხს თქვენთან ერთად უხარია
მივესალმები უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს.
პრეზიდენტის თქმით, ეს უკრაინის "ერთობისა და გამძლეობის შედეგია".
"ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლოანობის აღსადგენად. ქართველ ხალხს თქვენთან ერთად უხარია", - წერს პრეზიდენტი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.