Jump to content
Planeta.Ge

ოლაფ შოლცი - რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ დიქტატორული მსოფლიოს იდეა არ იმუშავებს და არ შეიძლება უბრალოდ ტერიტორია მარკერით შემოხაზო და თქვა: ეს ახლა ჩემია


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით დასრულება შეუძლებელია. უკრაინული მედიის ცნობით, შოლცმა RND-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი აფერხებს ამ პროცესს და უკრაინა დათმობებზე არ უნდა წავიდეს.

მისი თქმით, სწორედ პუტინმა გადახაზა ყველა ის ძალისხმევა, რაც მანამდე გაკეთდა ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების საკითხში.

„მკვლელი ომით, რომელიც ახლა გადაგვაქვს, პუტინმა დაბრკოლება შეუქმნა ყველაფერს, რაც ადრე ხდებოდა მოლაპარაკებების კუთხით“, - განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, დიქტატორებმა საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება არ შეიძლება.

„პირველ რიგში, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ დიქტატორული მსოფლიოს იდეა არ იმუშავებს და რომ არ შეიძლება უბრალოდ ტერიტორია მარკერით შემოხაზო და თქვა: ახლა ეს ჩემია. ამიტომ, დიქტატორული სამყარო არ იქნება, უნდა იყოს განსხვავებული გაგება“, - აღნიშნა შოლცმა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...